„ფსევდოპრეზიდენტს რაციონალიზმი შერჩა? რა საჭირო იყო გაუგონარი თავხედობა და არაადეკვატურობა ეროვნული ნაკრების შერჩევით დაჯილდოებაზე?!
სალომე ზურაბიშვილი დაუპირისპირდა ჩვენს საამაყო ბიჭებს და აჩვენა,
სიჯიუტის რა უფსკრულშია და როგორ თვითდამაზიანებლად იქცევა. ახლა კი, სავარაუდოდ, ახლო გარემოცვის რჩევით, შეცვალა ადრინდელი სამარცხვინო განკარგულება”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრეზიდენტის მიერ ფეხბურთელების დაჯილდოების შესახებ შეცვლილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
ჩემპიონატზე ასპარეზობამდე სტიმულიც კი არ მისცა ფეხბურთელებს, რომლებმაც აჩვენეს ღირსება და გერმანიაში, მათთან შესახვედრად
მისული ზურაბიშვილი დამსახურებულად არ დააიგნორეს.
სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია. ახალი გადაწყვეტილებით, ის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ ყველა პირს დღეს დააჯილდოებს. ნაცვლად მის მიერ დაანონსებული სექტემბრისა, მან ახალი გადაწყვეტილება დაჩქარებულად, დღევანდელი რიცხვით მიიღო. მანამდე, ე.წ. პრეზიდენტმა ღირსების ორდენზე წარდგენილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 53 წარმომადგენლიდან 19 არ დააჯილდოვა”, – წერს გია აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.