„საზოგადოება ქართულის” საინიციატივო ჯგუფის წევრი, დირიჟორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი სვიმონ ჯანგულაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა.
“მოკლედ, ეხლა ოქტომბრამდე და მერე, არჩევნების შემდეგი ერთი წელი ყველა მოვლენაზე ასეთი ისტერიკა უნდა იყოს – იიი ბუდუ არ ათამაშეს! იიიი 30 მილიონი რატო მისცააა! იიი ფეხბურთელები არ დაგვანახეს.. თუ დაანახებენ – იი ახლოს არ მიგვიშვეს. თუ მიუშვებენ – იი არ ჩაგვაბურჯგნინეს… თუ ჩააბურჯგნინებენ – იი არ გახადეს და ლოგინში არ ჩაგვიწვინეს…
მიშისტი და “მიშისტი არა ვარ მაგრამ” ნაც-ინტელიგენცია დაიწყებს კვაზი-ფილოსოფიური უნიჭოდ ენამოსწრებული სენტენციების წერას რომ – იი ხელისუფლებასთან ერთად რატომ დგას კვარაცხელია. იიი 4:1 არ შემოხაზოთ…
მერე ჩვენ ვუპასუხებთ.
მერე ისინი ჩვენ.
მერე ისევ ისინი.
ასე, ქაქის სროლაში უნდა გავატაროთ ცხოვრება.
რა გავაკეთო რომ გერმანიის მოქალაქე გავხდე? ან ავსტრიაში წავიდე ჩემს გუსტავ მალერთან, ან კი – ზეცაში მასთან?
იქ მაინც მიმიშვან ეგებ ორკესტრთან. ეგებ იქ აღარ იყვნენ გვარამიას, ლადარიას და ცხონებული რურუას მეგობარი “დემოკრატ-ლიბერალი” ტყაჭი რეჟისორები, დირიჟორები, მსახიობები და ყველაფროლოგი ლაშა ბუღაძეები….
არ მინდა ამ რეალობაში ცხოვრება! არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც რობერტ სტურუას, ანზორ ერქომაიშვილს, თემურ ჩხეიძეს, ოთარ ჭილაძეს, ხვიჩა კვარაცხელიას, ნონა გაფრინდაშვილს, ლაშა ტალახაძეს ან ზაქარია ფალიაშვილს ლანძღავენ ნიკა გვარამიები და სხვა უნიჭო რწყილები.
და ამათ გვერდით ყოფნა ზნეობრივად გამართლებულად, თავისუფლებისათვის და ევროპისათვის ბრძოლად მიაჩნიათ ჩემს კოლეგებს, ბევრ ჩემთვის ძალიან საყვარელ ადამიანს…
ამ შავ-თეთრ დუალიზმში იძულებული ხარ, გაჩუმდე, რომ ბოროტება არ გააძლიერო. მაგალითად, მე არ მომწონს ამ ახალი კანონის ის ნაწილი, რომელიც ხელოვნების ცენზურის საფრთხეს შეიცავს. მაგრამ, ხმას ვერ და არ ვიღებ, იმიტომ რომ ამით ისევ გვარამიას და სააკაშვილს გავაძლიერებ. თუმცა, ამ კანონზე ხმას მაინცადამაინც არც არავინ იღებს, ეშინიათ, “პიდარასტობა” არ შეეტენოთ წინა-საარჩევნოდ. და ამის გამო, კანონმდებლობა ვერ იხვეწება, სანაცვლოდ ვიღებთ მიტინგებსა და რევოლუციურ ონანიზმს, თანაც, ისტერიულს… აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ქაქისტანი შეგვიქმნეს. და ამაში ყველაზე მეტად ისევ ამ ხელისუფლებას ვადანაშაულებ – ეს მათ აქციეს 2012 წელს ხმაგაკმენდილი და თავჩაღუნული პოლიტიკური ძალა ერთადერთ ოპოზიციად. იმიტომ რომ არ დასაჯეს. იმიტომ რომ არ აკრძალეს.
ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს? როდემდე უნდა გვივარდებოდნენ სახლში ნიკა გვარამია, ელენე ხოშტარია, ნინო ლომჯარია, ზურა გირჩი და თინა ბოკუჩავა?
გუშინ სანთლებს უნთებდით ფეხბურთელებს, დღეს ჩააქვესკნელეთ – ხალხთან არ დგახართო… საკუთარი ოჯახის წევრებს რომ გადახედოთ, რომელი ხალხთან დგას და რომელი არა, ეგ არ გინდათ არა? საგიჟეში ვცხოვრობთ.
იმის ნაცვლად, რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, სიკეთე ვაკეთოთ, ერთმანეთის ცინიკურ დაცინვასა და დამცირებაში ვეჯიბრებით – მუსიკოსები, მსახიობები, დირიჟორები, მხატვრები, პოეტ-მწერლები, მკვლევარები…
ყველანი სიძულვილის ცეცხლს ვაყრით შეშას და ვასხამთ ნავთს. ყველანი დამნაშავეები ვართ.
ეს ვიცი და ვხედავ, რომ მეც ეს ცეცხლი მიკიდია. მაგრამ, აი, როგორ გავჩერდე, როცა ვხედავ, რომ მკვლელზე ამბობ- პოლიტპატიმარიაო, გიჟზე ამბობ- ესაა საქართველოს მომავალიო, ბოროტზე ამბობ -კეთილიაო და სიკეთესა და ბოროტებას, ქველმოქმედებასა და ვერაგობას შორის ტოლობის ნიშანს სვამ?
ორივე მხარეს გვჯერა, რომ ორთა შორის კეთილ მხარეს ვირჩევთ და მეორე მხარე უფრო ცუდია… არადა, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებმა, აშკარად სააკაშვილი-გვარამია გაამტყუნეს და არა ეს ხელისუფლება…
ვიდრე “ნაცები” იქნებიან, ხალხის უმრავლესობა მათ მოწინააღმდეგეებს დაუჭერს მხარს.
და აი აქაა დამალული საშინელი ქიმერა – პანდორას ყუთიდან ამოსულ ურჩხულივით გაძლიერდა ეგ ბოროტება და დღეს თბილისელი ახალგაზრდობის უმრავლესობა გულწრფელად ფიქრობს, რომ “ოღონდ ესენი წავიდნენ და გვარამია-ჯაფარიძე-ხოშტარია-ბუღაძე-ამაღლობელი-მელია” სჯობიაო…
მე, ღმერთის სასწაულის გარდა, გამოსავალს ვერ ვხედავ…
ნეტავ მოგვივლენს სასწაულს?
მე მინდა ქართული, ევროპული, დემოკრატიული, ქრისტიანული საქართველო…
და ნამდვილად ვიცი, რომ ლაშა ბუღაძე და ნოდარ ლადარია, ნაცების სამივე თუ ოთხივე ტელე-კანალიზაცია და ზიზღის სხვა ჩანჩქერები, რომელთა უკანაც კეზერაშვილის, ნაყოფიას და სააკაშვილის მილიარდები დგას, ასეთ საქართველოს ვერ ააშენებენ…
ვბოდავ რა. რამდენი თვეა ვცდილობ, არაფერო დავწერო პოლიტიკაზე და არც დავწერ ამის მერე!
მაგრამ, ნუ, სასოწარკვეთაში მაგდებს ზოგის უსინდისობას რომ ვხედავ – ეგრევე დაიწყეს ფეხბურთელების მოთხრა. თან რის გამო? მათი ბრალი საერთოდ არაფერში არაა. და მათ არ ჰპატიობენ რომ არ პროპაგანდირებენ, არ აწარმოებენ ნაცისტურ ისტერიკას “ყველაფერი ცუდად გამოვაცხადოთ, რომ ეს ხელისუფლება დავამხოთო”… ისტერიას, რომელშიც ჩაბმულია ბევრი ჩემი კოლეგა თუ (ყოფილი) მეგობარი…
იგივე მოხდებოდა გერმანიაში, ნაცისტები რომ არ დაესაჯათ და ნაციზმი რომ არ აეკრძალათ.
ნეტავ დავიძინო და 2031 წელს, ევროკავშირის წევრ საქართველოში გავიღვიძო… ან, არასდროს არ გავიღვიძო…” – წერს სვიმონ ჯანგულაშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.