„ნაცრეჟიმის გულაგებისგან განსხვავებით, როცა პატიმრების მიმართ ადამიანური მოპყრობა არ არსებობდა, ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში აბიტურიენტი ბრალდებულები/მსჯავრდებულები წელსაც ჩაერთნენ.
ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის 4 არასრულწლოვანია. წარმატებები ყველა აბიტურიენტს!” – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
“როცა უსამშობლო სუბიექტები ბედავენ და უტიფრად ლაპარაკობენ ე.წ. პრორუსულ მთავრობაზე, მუდმივად უნდა გავახსენოთ “ნაცების” ეპოქის საბჭოთა სტილის სადამსჯელო დილეგებიც.
აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულთათვის აკადემიური განათლების ხელმისაწვდომობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტია. ამ მიზნით სისტემაში 2022 წლიდან მოქმედებს ინოვაციური პროექტი “ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ფორმატში დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებზე საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში.
მეტიც, “ციფრული უნივერსიტეტი” ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (EuroPris) ევროპის მასშტაბით 3 საუკეთესო ინოვაციას შორის დაასახელა. Europris-ის ყოველწლიურ ჯილდოზე ევროპის ქვეყნების 37 პროექტი იყო წარდგენილი“, – წერს გია აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.