“შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები – თეიმურაზ კუპატაძე და ვაჟა სირაძე, რომელთა დასანქცირებას ითხოვენ უსამშობლოთა კლასტერიდან, არ ფლობენ ინფორმაციას რაიმე სასჯელებზე აშშ-დან. მეტიც, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დღეს დაბრუნდა ამერიკიდან, სადაც მრავალმხრივ უწყებათაშორის თანამშრომლობაზე ჰქონდა შეხვედრები. მისივე ინფორმაციით, შსს-ს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს შეერთებული შტატების სამართალდამცველ სტრუქტურებთან”, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
ანალიტიკოსის თქმით, ჩნდება შეკითხვები – სად არის დაპირებული მკაცრი სანქციები იმ ფონზე, როცა შსს და სუსი აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკელ კოლეგებთან და შემთხვევით, ხომ არ გააცნობიერეს აშშ-ის პოლიტიკურმა აქტორებმა, რომ სანქციების შემოღება დააზიანებს ურთიერთობას რეგიონში საიმედო და ერთგულ პარტნიორ საქართველოსთან.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები – თეიმურაზ კუპატაძე და ვაჟა სირაძე, რომელთა დასანქცირებას ითხოვენ უსამშობლოთა კლასტერიდან, არ ფლობენ ინფორმაციას რაიმე სასჯელებზე აშშ-დან. მეტიც, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დღეს დაბრუნდა ამერიკიდან, სადაც მრავალმხრივ უწყებათაშორის თანამშრომლობაზე ჰქონდა შეხვედრები. მისივე ინფორმაციით, შსს-ს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს შეერთებული შტატების სამართალდამცველ სტრუქტურებთან.
ჩნდება შეკითხვები – სად არის დაპირებული მკაცრი სანქციები იმ ფონზე, როცა შსს და სუსი (გრიგოლ ლილუაშვილიც იყო ამას წინათ ვაშინგტონში) აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკელ კოლეგებთან? შემთხვევით, ხომ არ გააცნობიერეს აშშ-ის პოლიტიკურმა აქტორებმა, რომ სანქციების შემოღება დააზიანებს ურთიერთობას რეგიონში საიმედო და ერთგულ პარტნიორ საქართველოსთან?“, – წერს გია აბაშიძე.