„რუსეთი არის ოკუპანტი და ეს ყველა დონეზე, ყოველთვის ამ სახით უნდა აღვნიშნოთ და ავსახოთ სამართლებრივ დოკუმენტებში,“ – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა.
„ეუთო-ს რეზოლუცია – ეს არის, ფაქტობრივად, არაღიარების პოლიტიკა. რუსეთი არის ოკუპანტი და ეს ყველა დონეზე, ყოველთვის ამ სახით უნდა ავსახოთ სამართლებრივ დოკუმენტებში. სამწუხაროდ, ეუთოს რეზოლუცია ამ საკითხზე უარს ამბობს. გვითხრეს, რომ ოკუპაციის თემა არ იქნება შეტანილი რეზოლუციაში. ეუთო-ში ქართული დელეგაცია, სიმცირიდან გამომდინარე, რეზოლუციის მიღებას წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.
ეუთო-ს რეზოლუციის შინაარსი ქართული მხარისთვის, სახელისუფლებო გუნდისთვის, პოლიტიკურ ველზე მყოფი ყველა პირისთვის, მათ შორის, ოპოზიციური სპექტრისთვის სილის გაწვნაა. სამწუხაროა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია დუმილს ინარჩუნებს და მათი მხრიდან არც ერთი წონადი განცხადება არ გაკეთებულა. ეს არის კიდევ ერთი ღალატი, „ნაციონალური მოძრაობის“ და, მთლიანად, ოპოზიციური სპექტრის. ეს არც კი მიკვირს, მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც აღიარა, რომ თურმე, ცხინვალში საბრძოლო მოქმედებები ქართულმა ჯარმა დაიწყო.
ეუთო-ს რეზოლუცია და შემდეგ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ„ქართული ოცნება“ და, მთლიანად, სახელისუფლებო გუნდი ამ ბრძოლაშიც მარტოა, ყოველგვარი ოპოზიციური სპექტრის დახმარების გარეშე, “ – განაცხადა მეგრელიშვილმა.