ათობით საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა ნატოს წევრებს მოუწოდა, თავი აარიდონვაშინგტონში დაგეგმილ სამიტზე უკრაინის გაწევრიანების შესახებ წინსვლას დაგააფრთხილეს, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის შეერთებულ შტატებსა და მოკავშირეებს დადაანგრევს კოალიციას“, – წერს გამოცემა  Politico ექსპერტების წერილზე დაყრდნობით.

ექსპერტთა ჯგუფის აზრით, თუ უკრაინას ნატოში მიიღებენ, რუსეთი მომავალში მას თავსდაესხმება, რაც გამოიწვევს მე-5 მუხლის ამოქმედებას, რომელიც მოკავშირეებსმოუწოდებს, თავდასხმის ქვეშ მყოფი წევრი დაიცვან.  

მე-5 მუხლი ეხება მათაც, ვინც უკრაინის წევრობას ეწინააღმდეგება, მაგრამ 60-ზე მეტიანალიტიკოსის ეს საჯარო პოზიცია გვაძლევს არგუმენტებს, რომლებიც სამშაბათს (9 ივლისს) დაწყებულ სამდღიან სამიტზე, სავარაუდოდ, გაჟღერდება“, – წერს გამოცემა

რაც უფრო უახლოვდება ნატო დაპირებას, რომ უკრაინა ალიანსს ომის დასრულების შემდეგშეუერთდება, მით უფრო დიდი იქნება რუსეთისთვის ომის გაგრძელების სტიმული. რუსეთისმიერ შექმნილი გამოწვევები შეიძლება, უკრაინის ნატოში გაწევრიანების გარეშეგადაწყდეს“, – წერენ ექსპერტები

წერილში ნათქვამია, რომ ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინის სწრაფვას შეიძლება, უკუშედეგიმოჰყვეს, კერძოდ, „უკრაინას მსოფლიოს ორ წამყვან ბირთვულ ძალას შორისგახანგრძლივებული დაპირისპირების ადგილად გადააქცევსდა ითამაშებს რუსეთისლიდერის, ვლადიმერ პუტინის ნარატივს, რომ ეს არის მოსკოვი დასავლეთის წინააღმდეგ.

Politico- ცნობით, წერილის ორგანიზატორები არიან ამერიკის ეკონომიკური კვლევებისინსტიტუტის პრეზიდენტი უილიამ რუჯერი და კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდისუფროსი თანამშრომელი სტივენ ვერტჰაიმი.

სხვა ანალიტიკოსები მათ არ ეთანხმებიან. გასულ კვირას RAND Corp-ის მკვლევრებიწერდნენ, რომ მოკავშირეები სარგებელს მიიღებენ, თუ სამიტზე უკრაინას მისი მომავალიწევრობისთვის მკაფიო პირობებს შესთავაზებენ.

ატლანტიკური საბჭო ასევე უჭერს მხარს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და აღნიშნავს, რომეს კიევს დასავლეთის მხარდაჭერის ურყევობას დაუმტკიცებს.

ბაიდენის ადმინისტრაციამ კიევის დაუყოვნებელი წევრობის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა, მაგრამ რამდენიმე მაღალჩინოსანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინას სამიტის დროსალიანსშიხიდისშექმნას შესთავაზებენ.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ნატო უკრაინას ასევე შესთავაზებს ახალ შტაბბინასმისი სამხედრო დახმარების სამართავადკეთილსინდისიერი ჟესტი იმისა, რომ დასავლეთიგრძელვადიან პერსპექტივაში მხარს დაუჭერს ქვეყანას, მაშინაც კი, თუ მას ახლა ალიანსშიგაწევრიანების შესაძლებლობა არ მიეცემა.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ანალიტიკოსები და კოლეჯის პროფესორები ნატოსპოლიტიკის გადაწყვეტილებებს არ იღებენ, მაგრამ მათ ხშირად წვლილი შეაქვთ საგარეოპოლიტიკურ დებატებში, წერენ აზრს და მართავენ დისკუსიებსგანსაკუთრებით ისეთიმნიშვნელოვანი მოვლენების წინ, როგორიცაა ნატოს მოახლოებული სამიტი.