თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია, მთელი გუნდის სახელით მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს და ფონდ “ქართუს” მათი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.
“ჩვენ ბიჭებმა შეუძლებელი შეძლეს, მათ წარმატებებას სათანადო დაფასება ჭირდება.
საყოველთაო სიხარულის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფონდი ,,ქართუს” და ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი, ბიჭებმა ეს მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომით და ევროპის ჩემპიონატზე გასაოცარი თამაშით დაიმსახურეს.
გვიყვარხართ და გვეამაყებით ბიჭებო!“ – წერს ვლადიმერ ბოჟაძე “ფეისბუკის” გვერდზე.