ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აზიარებს გამოცემა “POLITICO-ს” სტატიას იმის შესახებ, თუ ვინ არის დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კეირ სტარმერი.
„POLITICO”: ვინ არის დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კეირ სტარმერი? ის რთულია, შეუცნობელია, წყენიაა. თუმცა, გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ძლევამოსილი ლიდერია ამ თაობაში.
სტარმერი იურისტია ადამიანის უფლებათა სფეროში. მხოლოდ ცხრა წელია, რაც პოლიტიკაშია. ლეიბორისტთა ლიდერი გახდა 2020 წელს. მან პარტია ყველაზე დამარცხებული პოზიციიდან ყველაზე დომინანტურ ძალად აქცია. უფრო მეტიც, მისი წარმატება – ისევე, როგორც დასავლელი მოკავშირეები ეფლირტავებიან პოპულიზმს – მყისიერად აქცევს მას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ცენტრის ლიდერად.
61 წლის სტარმერს ხანგრძლივი ისტორია აქვს. მამამისი ჩუმი, თუმცა ავტორიტარული ადამიანი იყო, აწარმოებდა ხელსაწყოებს. დედამისი მედდა იყო, იტანჯებოდა ართრიტით. მას ეს სახელი დაარქვეს კეირ ჰარდის – ლეიბორისტული პარტიის პირველი ლიდერის პატივსაცემად.
სკოლაში წარჩინებული იყო. უკრავდა ფლეიტაზე და თამაშობდა ფეხბურთს. გახდა იურისტი. მისმა და-ძმებმა მას “სუპერ ბიჭი” უწოდეს.
სტარმერი სოციალისტი იყო, რბილი ზომიერი მემარცხენე, და როდესაც ულტრამემარცხენე წინამორბედი ჯერემი კორბინი 2019 წელს დამარცხდა, სტარმერი გახდა ლიდერი და პარტია ულტრამემარცხენე კორბინისტებისა და ანტისემიტებისგან გაწმინდა (სტარმერს ნახევრად ებრაელი მეუღლე ჰყავს).
სტარმერის კამპანია ორიენტირებული იყო არაძირითადი ოლქების მერყევ ამომრჩევლებზე, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ პოლიტიკოსებს. მისი სტრატეგები მთავარ ყურადღებას ამახვილებდნენ ელექტორატისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე – გაძვირებული ცხოვრება, ჩავარდნილი ჯანდაცვის ეროვნული სამსახური, გაზრდილი იმიგრაცია, ტრივიალური პარლამენტი.
სტარმერის მთავარი სლოგანი იყო “ცვლილება” (“CHANGE”) – ეროვნული განახლება კონსერვატორთა თოთხმეტწლიანი დამაკნინებელი მმართველობის შემდეგ.
ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი სოციოლოგი, პროფესორი ჯონ კურტისი ამბობს, რომ ახალი პრემიერის წინაშე საშინელი მემკვიდრეობაა – მოსახლეობის ამოწურული საკრედიტო ლიმიტი, რეკორდულად მაღალი გადასახადები, უუნარო სახელმწიფო სერვისები, ხელმიუწვდომელი ფისკალური რესურსები, შენელებული ეკონომიკა.
სტარმერი შეიძლება იყოს დიდი რეფორმატორი ლეიბორისტი პრემიერ-მინისტრი ან ის შეიძლება იყოს, როგორც მტრები უწოდებენ, “წითელი კონსერვატორი” ბიუჯეტის მაღალი ხარჯვით ნაწილში. ან, უბრალოდ, ზღვარზე თამაშობს. ან, შეიძლება, სწრაფად დაემხოს ეკონომიკური პრობლემების გამო: მას არ ჰყავს ფრაქცია ლეიბორისტებში და, თუ დამარცხდება, მას არ ჰყავს მეგობრები“, – წერს გია აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.