“ერთადერთი ნაგავი, რომელსაც მე ვხედავ რომ ტივტივებს, ტრამპის მხარდამჭერები არიან, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში.
სწორედ ამისა გამო ბაიდენს განმარტების გაკეთება მოუხდა.
„დღეს მე ნაგავი ვუწოდე სიძულვილის რიტორიკას პუერტო რიკოს შესახებ, რომელიც ტრამპის მხარდამჭერის მიერ მედისონ სკვერ გარდენის მიტინგზე წარმოთქვა – ეს ერთადერთი სიტყვაა, რაც შემიძლია ამის აღსაწერად გამოვიყენო.
მის მიერ ლათინოსების დემონიზება არაკეთილსინდისიერია. სულ ეს მინდოდა მეთქვა. იმ აქციაზე კომენტარები არ ასახავს იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ, როგორც ერი“, – დაწერა ბაიდენმა X-ზე.
თავის მხრივ, თავისი მხარდამჭერებისთვის „ნაგვის“ წოდებას გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკის ლიდერი ვერ იქნები, თუ არ გიყვარს ამერიკელი ხალხი. კამალა ჰარისმა და ჯო ბაიდენმა კი აჩვენეს, რომ ისინი პრეზიდენტობისთვის შეუფერებლები არიან.