“გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სანაპირომდე, საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია იწყება“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
“ეს არის “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერირორია. დღეის მდგომრეობით, ერთ-ერთი პრობლემური კვანძია ქალაქში, რომელიც ხშირად პრობლემას წარმოადგენს გადაადგილების მხრივ, თავის სივიწროვიდან გამომდინარე. ამიტომ ჩვენ ბენზინგასამართი სადგურები გამოვისყიდეთ, გავაკეთეთ ადგილმონაცვლეობა. აღნიშნული პროექტი გზის გაფართოებას გულისხმობს და გვინდა, რომ ამ მონაკვეთზე გამტარუნარიანობა გავზარდოთ, რათა რა პრობლემაც გვაქვს, გამოსწორდეს. გარდა ამისა, მოწესრიგდება ზებრა გადასასვლელები და ტროტუარები, რომ ფეხით გავლა ნორმალურად იყოს შესაძლებელი.
უახლოეს დღეებში დავიწყებთ აღნიშნული პროექტის განხორციელებას, რომელზეც, სავარაუდოდ, 4 მილიონი დაიხარჯება“, – აღნიშნა კალაძემ.