„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი თენგო თევზაძე არჩევნების გაყალბების ფაქტების შესახებ გადაცემა “ეკა კვესიტაძის განსხვავებული აქცენტებში“ საუბრობს და აცხადებს, რომ გაყალბების დამტკიცებას დრო სჭირდება და ეს არჩევნების გასვლიდან ერთ და სამ დღეში ვერ მოხდება.
„პირდაპირ ვამბობ, ამას დრო სჭირდება, ეს ერთ დღეში და სამ დღეში არჩევნების გასვლიდან ვერ დამტკიცდება იმიტომ, რომ ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნები არ არის, ამას სხვა სახის ადმინისტრირება მოჰყვა და ეს არ არის მარტივად დაორგანიზებული საკითხი, ამისთვის დიდი ხანი ემზადებოდნენ. აქ საუბარია იმაზე, რომ სტატისტიკა ძალიან მაღლა აწიეს მათი მხარდამჭერების და მიიღეს ისეთი მონაცემები, რომელიც საბოლოო ჯამში საკუთარ ამომრჩეველშიც კითხვის ნიშანს აჩენს იმიტომ, რომ გამორიცხულია ამ მასშტაბის აქტივობაში ყველა ამომრჩეველი მისულიყო და „ქართული ოცნებისთვის“ დაეჭირა მხარი“, – განაცხადა თენგო თევზაძემ.