თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე პოლიტიკური თანასწორობის ინდექსში საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-15 პოზიციაზე დაწინაურებას სოციალურ ქსელში აფასებს.

“ძალიან მარტივია, დაინახო განსხვავება 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ საქართველოს შორის – ყველა პარამეტრში, ყველგან და ყველაფერში გვაქვს აშკარა და ხელშესახები პროგრესი.

მხოლოდ მშვიდობას და სტაბილურობას მოაქვს წინსვლა და განვითარება.
ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, გავაგრძელებთ მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით!” – წერს ვლადიმერ ბოჟაძე “ფეისბუკის” გვერდზე.