„საერთაშორისო  ორგანიზაციების კვლევები ადასტურებს, რომ საქართველო  ძლიერი,  დემოკრატიული სახელმწიფოა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამის კიდევ ერთი დადასტურება იქნება”, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

„დღეს გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელმა  ორგანიზაციამ – „დემოკრატიის მრავალფეროვნებამ“ გამოაქვეყნა  პოლიტიკური თანასწორობის ინდექსი, რომლის მიხედვითაც საქართველო ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა – მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-15 პოზიციაზე დაწინაურდა 11-წლიანი პროგრესით; მსოფლიოს საუკეთესო შვიდეულშია, ევრაზიის კონტინენტზე კი – პირველ ადგილზე.

ამ ცნობამ კიდევ ერთხელ ამხილა ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია, თითქოს, საქართველოს ხელისუფლება უთანასწორო პირობებში ამყოფებს და დევნის ოპოზიციურ პარტიებს. არადა, პირიქით არის – თავად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ძალადობენ ხელისუფლებაზე.

თავად საერთაშორისო  ორგანიზაციამ ჩიხში მოამწყვდია ის უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ საქართველოში არჩევნები არათანაბარ პოლიტიკურ გარემოში ჩატარდება. უკვე ცხადია, რომ ოპოზიციისთვის საარჩევნოდ დახმარების მცდელობა ფუჭად ჩაივლის,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე “ფეისბუკის” გვერდზე.