„ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი, ბობ მენენდესი, რომელიც “ქართული დემოკრატიის უკუსვლით” იყო იმედგაცრუებული, ამერიკაში უცხოელ აგენტად გამოცხადდა. სასამართლომ სენატორი ქრთამის აღების ფაქტზე 16 ეპიზოდში დამნაშავედ სცნო”,- წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე.
“ასე ნაწილ-ნაწილ ინგრევა მითი – დემოკრატიისა და ცივილიზაციის უმაღლეს პედესტალზე. სენატორი ბრალის წარდგენამდე, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი იყო. წარმოვიდგინოთ მასშტაბი – ამერიკის საგარეო ურთიერთობების უმაღლესი საკანონმდებლო ინსტანცია, ეგვიპტის მთავრობას ემსახურებოდა, მენენდესის ხელმძღვანელობისას…
ამიტომაცაა, რომ ქართული პრივილეგირებული “NGO-სექტორი”, რომელიც სრულად ექვემდებარება გლობალურ კონიუნქტურას, ჩვეულებრივი გავლენის აგენტები არიან, ნეო-ლიბერალურ წესრიგში და ასე, თავგამოდებით იცავენ პატრონები. ლომჯარიას რა უნდა მოსთხოვო, რომ უცხო ფულს ნუ იყენებ, შენი ქვეყნის საზიანოდო, როცა აშშ-ს სენატის მაღალჩინოსანი, სხვა ქვეყანას ემსახურებოდა?!
არ ვიცი ტრამპი რას უშველის ამერიკას, თუმცა ქართული პოლიტიკა, რომ აუცილებლად გასაწმენდია პარაზიტების, პოლიტიკანებისა და აგენტებისგან, ეგ ეგზისტენციალური საკითხი ნამდვილად ჩვენი მოსაგვარებელია!”- წერს ზურაბ ქადაგიძე.