„ძალზე საინტერესო ინტერვიუ, რომელიც ვიტალი კლიჩკომ იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-ს მისცა. ნაწყვეტი: „ზელენსკის მოუწევს მიმართოს რეფერენდუმს. არა მგონია, მან შეძლოს სახალხო ლეგიტიმაციის გარეშე, ცალმხრივად მიაღწიოს მტკივნეულ და მნიშვნელოვან შეთანხმებებს”, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

 

მისი თქმით, უკრაინის კანონმდებლობით, აკრძალულია რეფერენდუმის ჩატარება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის თემაზე, კლიჩკო კი სწორედ ამას აანონსებს. 

 

„რაზე გავამახვილოთ ყურადღება: კლიჩკოს ამ ფრაზაში ჩააქსოვეს არა მოლაპარაკებების, არამედ ტერიტორიების დათმობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების ფორმულა, ვინაიდან რუსეთის პირობები ცალსახაა, ყოველგვარი „იქნებ”-ის გარეშე.

 

ზელენსკის და მისი გუნდის სურვილია, რასაც მათი დასავლელი კურატორებიც თანხმდებიან – გარდაუვალი კრახის წინაშე, ომის დასრულების კონფიგურაცია უკრაინელი ხალხის მხრებზე გადაიტანონ. თუმცა, არსებობს ერთი მეტად მნიშვნელოვანი ნიუანსი:

 

უკრაინის კანონმდებლობით, აკრძალულია რეფერენდუმის ჩატარება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის თემაზე. და რასაც გვთავაზობს კლიჩკო, გინდ „აქედან” მიუდგე, გინდ „იქიდან”, სხვა არაფერია, თუ არა ტერიტორიული მთლიანობის თემაზე ჩასატარებელი რეფერენდუმი. როგორ გამოვლენ ამ “ცაიტნოტიდან” – აზრზე არა ვარ.“ – წერს დავით ქართველიშვილი.