დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეიმს დევიდ ვენსი, საარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ჯო ბაიდენი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი იყო, ხოლო კამალა ჰარისი მის გვერდით იყო ყოველ ნაბიჯზე. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ის იყო ბაიდენის ღია საზღვრებისა და თაღლითური „მწვანე“ პოლიტიკის თანაავტორი, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა. ის დამნაშავეა ყველა ამ წარუმატებლობაში და იგი თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ცრუობდა ბაიდენის გონებრივი შესაძლებლობების შესახებ. პრეზიდენტი ტრამპი და მე მზად ვართ გადავარჩინოთ ამერიკა, ვინც არ უნდა იყოს „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი“, – აღნიშნა ჯეიმს დევიდ ვენსმა.