“სალომე ზურაბიშვილის ადგილას როგორ გავეკარებოდი საკონსტიტუციო სასამართლოს, იმ სასამართლოს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დაუმტკიცა მას კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ გასვლა და იმპიჩმენტი გამოუცხადა”, – ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლითაც პრემიერი საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის მიერ შეტანილ სარჩელს აფასებს და აღნიშნავს, რომ ამ ჟესტით სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია აღიარა.

“ამ უცოდინარმა ქალმა ამით, ფაქტობრივად, აღიარა სასამართლოს ლეგიტიმაცია და ის, რომ აღარ არის ქვეყნის პრეზიდენტი. მერე რა, რომ მისნაირმა გაყიდულმა და უსამშობლო ოპოზიციამ არ დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს.
ასე რომ, მისი ლიდერად წამოწევა ფარსი და მანიპულაციაა“, – წერს ნინო ფოჩხუა “ფეისბუკის” გვერდზე.