“არასამთავრობო სექტორმა უნდა გაითავისოს, რომ ის ანგარიშვალდებულია მოსახლეობის წინაშე. გამჭვირვალობას ასევე ავალდებულებს კანონი, რომლის წინაშე ყველა თანასწორია”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

“არასერიოზული და პროვოკაციულია განცხადება, რომ კანონის მოთხოვნას არ დაემორჩილებიან. ამით ისინი ამბობენ – “ჩვენ წინასწარ განზრახვით დავარღვევთ კანონს”, რაც საკმაოდ მძიმე ფაქტია.

გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის გზა, რომელიც დასავლეთმა უკვე გაიარა, აშშ-ში, მსგავსი კანონის შედეგად, კონგრესმენის გასამართლება მოხდა (რამდენიმე პირის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს).

საქართველოს შემთხვევაში, საქმე უპრეცედენტო დანაშაულთან და უსინდისობასთან გვაქვს, მაგალითად: “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” 200 ათასი ევროს ოდენობის დაფინანსებას იღებს, რათა მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდა მოახდინოს, თვითონ კი გამჭვირვალობას ებრძვის.

დღეს საქართველოში “ენჯეოშნიკი” პოლიტიკოსები გვყავს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ”, – წერს დავით ჩიხელიძე “ფეისბუკის” გვერდზე.