ანალიტიკოსი გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ნებისმიერ ნაბიჯზე დაფიქრებაა საჭირო, თუ რა შედეგები მოჰყვება მას. ამას ვერ აცნობიერებს სალომე ზურაბიშვილი. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და თავად აღიარა მის არაკონსტიტუციურობაზე ამ სასამართლოს გადაწყვეტილება.
რატომ? იმიტომ! ამგვარად ნაცოპოზიციის ბოლო რანგის პოლიტიკოსიც კი არ იმოქმედებდა. რა ტყუილად დებენ პოლიტიკურ ფსონებს გარე აქტორები იმ სუბიექტზე, რომელსაც არათუ ელემენტარული პოლიტიკური ნაბიჯების გათვლა არ შეუძლია, არამედ რაციონალურობასთან ბმა დაკარგული აქვს”, – წერს გია აბაშიძე.