“როგორც კი მოხსნა კანდიდატურა “გადახუცებულ”-გადაბერებულმა ბაიდენმა და იგრძნეს რა პოლიტიკური სიკვდილის მოახლოება, ერთიმეორის მიყოლებით რიგში ჩადგნენ მისი აქაური ფანი ნაცკოლექტივისტი შარლატანები: ჯაფარიძე, ხაზარაძე, თინიკო, ჭიჭიკო, პატიკო, გუბაზა, გვარამია, მელია… და დაიწყეს მტკიცება, – საქართველოს მაინც არ მოეშვებიან ამერიკელები და ქვეყანას სანქციას სანქციაზე დაუწესებენო!” – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.

“მოკლედ, ამ შტატიან მოღალატე უბედურებს საქართველოს გავერანება-გაუდაბურება და ამისთვის გასამრჯელოდ მიღებული ბღუჯა-ბღუჯა დოლარ-ევროები ელანდებათ!
ვერ ეღირსებით! თქვენი პოლიტიკური კუბო უკვე შეჭედილ-გამზადებულია, რომელშიც რიგრიგობით ჩაწვებით 26 ოქტომბერს და გამწესდებით პოლიტიკურ მოუსავლეთში!
ამის კიდევ ერთი მკაფიო დასტური იყო პრემიერის დღევანდელი პრესკონფერენცია, სადაც მან საბოლოო წერტილი დაუსვა პრეზიდენტ-“ნაციონალებთან” ერთად ქვეყანაში არსებული კოლექტიური მეხუთე კოლონის მომავალში არსებობას!” – წერს გვენეტაძე “ფეისბუკის” გვერდზე.