„სინდისთან რომ კომპრომისებზე არიან წასულები, მაგიტომაც არის დღევანდელი ოპოზიცია ყველაზე სამარცხვინო მოვლენა ქართულ პოლიტიკაში”, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, რუსეთთან მიმართებით, ოპოზიციის რიტორიკის ცვლილებას აფასებს.

„ჯერ რუსოფობიას ასაზრდოებდნენ, ქვეყანაში არ შემოვუშვათო და აქციებს მართავდნენ.

ახლა კი აუცილებელია ექსპორტი რუსეთთანო…

ტრამპი პუტინის პროექტად მონათლეს, კლოუნს, ამერიკის სირცხვილს უწოდებდნენ და ახლა დემოკრატიის დამცველიაო…

საკუთარ მამიდებს გამოდებენ პანელზე, ოღონდ რაიმე სარგებელი ნახონ.

ამ, უპრინციპო მანქურთებისგან უნდა გაიწმინდოს საზოგადოება!“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.