“პოლონეთი ეწინააღმდეგება ევროკომისიის წინადადებას უკრაინისთვის შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა 16 იანვარს გამოცხადდეს.
2023 წლის 5 მაისს ევროკავშირის საბჭომ მიიღო რეგლამენტი, რომელიც ახანგრძლივებს ევროკავშირში უკრაინის ექსპორტზე ყველა საბაჟო გადასახადის, კვოტებისა და ვაჭრობის დაცვის ზომების შეჩერებას კიდევ ერთი წლით – 2024 წლის ივნისამდე.
ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო, სავარაუდოდ, 16 იანვარს უკრაინულ პროდუქტებზე ტარიფებისა და იმპორტის კვოტების 2025 წლის ივნისამდე შეჩერების შეთავაზებით გამოვა, რათა დაეხმაროს უკრაინას ეკონომიკის შენარჩუნებაში.
ევროკომისია, სავარაუდოდ, დააფიქსირებს დებულებას, რომლითაც სწრაფად შეაჩერებს უკრაინულ ექსპორტს, თუ ის ჭარბი რაოდენობით მოხვდება ზოგიერთი წევრი ქვეყნის ბაზარზე.
გასულ წელს ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, პოლონეთმა უარი არ თქვა წინა ხელისუფლების პროტექციონისტულ პოლიტიკაზე”.
“Financial Times-ის” ინფორმაციით, ვარშავას სურს დადოს ხელშეკრულება კიევთან პროდუქციის ექსპორტის ლიცენზირების შესახებ.
თუმცა, გაზეთი მიუთითებს, რომ პოლონეთის პოზიცია უკრაინისთვის სავაჭრო შეღავათების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით არ იმოქმედებს შედეგზე, რადგან ეს გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.