ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის – გიორგი ვაშაძის რუსეთის მიმართ რიტორიკის ცვლილებას აფასებს და მის განცხადებას ეხმაურება.  ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ არასდროს იყო სანქციების დაწესების მომხრე – მაშინ, როცა იგივე ვაშაძე 2022 წელს აცხადებდა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარი უნდა ჩაკეტილიყო.

“ნაცკონგლომერატის” გამორჩეულად უდონო ჯამბაზი გიორგი ვაშაძე შეუერთდა რადიკალთა საერთო “მესიჯბოქსს”, თითქოს, არ ერჩიან რუს ტურისტებსა და ორმხრივ ვაჭრობას. უდონო ვახსენე იმიტომ, რომ თუ სექტაში მეხსიერების პრობლემა აქვთ, საზოგადოებაში ასე არ არის.

აქვე დავსვამ შეკითხვას: ლუზერები ჩამოყალიბდნენ, თუ ვინ იქნება “პოლიტიკობანას” თამაშში მომავალი პრემიერი? პრეტენდენტი არაერთია, მათ შორის არიან: “კლოუნი” ჭიჭე ვაშაძე, თაღლითი მამუკა ხაზარაძე, მოღალატე გახარია და ა.შ. ჩამონათვალი არასრულია“, – წერს გია აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.