“აი, ეს არის ამ ცრუპენტელა-ტროცკისტ-უსამშობლოს ნამდვილი სახე, რომელიც ახლო წარსულში ყოველ წამს იძახდა, – ჩაკეტეთ საზღვრები რუსეთთან, დაუპირისპირდით რუს ტურისტებს, ხმა არ გასცეთო… ამ დროს კი, რუსი ტურისტები ოჯახში მდგმურებად ჰყავდა და ჯიბეებს ისქელებდა!” – ასე ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის – გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ არასდროს იყო სანქციების დაწესების მომხრე.
„ეს არის სახე იმ შუბლძარღვგაწყვეტილის, რომელიც ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდა, – რუსეთთან ავიაფრენები რატომ აღდგაო!
ეს არის სახე იმ კოლაბორაციონისტის, რომელიც აშშ-დან ჩამოსვლის შემდეგ ბღაოდა, – ვაშინგტონში გადაწყვეტილია – საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო!
ეს სამშობლოს სიყვარულზე აცრილი დარბოდა ბრიუსელის დერეფნებში, უსაფრდებოდა ტუალეტებთან ევროდეპუტატებს და დაჩოქილი სთხოვდა, – საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეთო!
ეს უსამშობლო ხაოდა, – საქართველოდან რუსეთში სანქცირებული საქონელი გადისო!
ეს კლასიკური ტიპის ყორღანაშვილი ყიოდა, – საქართველოს სანქციები დაუწესეთო! ახლა კი უსირცხვილოდ იძახის ეგ შუბლის ძარღვის გარეშე დაბადებული, – მე როდის ვიყავი სანქციების დაწესების მომხრეო!
რას ვიზამთ… ასეთია უსამშობლო, ყორღანაშვილ-ბერბიჭაშვილ-ნეოტროცკისტ ჭიჭიკო ვაშაძის საშინელი ხვედრი!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე “ფეისბუკის” გვერდზე.