„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მეთიუ მილერმა აღნიშნა: „გვინახავს რუსეთის არა მხოლოდ მცდელობა, არამედ არჩევნებში პირდაპირი ჩარევა რეგიონსა და მსოფლიოში. ამას ყურადღებით ვაკვირდებით. მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი“.
„რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”. ხოლო კითხვაში: „აფრენთ ხოლმე?” – „ხოლმე” აშკარად ზედმეტია. ჯოჯოხეთში ან სამოთხეშიც რომ მოხვდეს, იქაც მხოლოდ იმით დაკავდება, რომ საქართველოს კანონის გაწვევა აიძულოს. რუსოფობიით უკიდურესი ინტოქსიკაციის ფონზე, რუსები უკვე ყველგან ელანდებათ – ტრამპის საარჩევნო კამპანიით დაწყებული, საკუთარი საძინებლებით დამთავრებული. ეს არის პარანოიით გაზავებული შიზოფრენიის უკიდურესი ფორმა და ახლა უკვე გულწრფელად ვაღიარებ: წმინდა ადამიანური და ჰუმანური თვალსაზრისით, მე ეს ავადმყოფი ადამიანი მეცოდება და მინდა, 5 ნოემბრის შემდეგ მაინც ეშველოს და ვუსურვო, ამერიკულ არჩევნებში, ასევე, „რუსების” ჩარევის შემდეგ (როგორც ეს 2020 წელს „იყო”), მხოლოდ ამერიკელმა ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის და, კერძოდ, მეთიუ მილერის მომავალი”, – წერს დავით ქართველიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.