ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება, რომლითაც ცნობილი გახდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და პარტიის სხვა მაღალჩინოსნების მიმართ ტერორისტული აქტის შესაძლო მომზადების შესახებ.
„ეს სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგანაც გარედან მართვადი ოპოზიცია, რომელმაც ამოწურა პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები, გადავიდა მისთვის მშობლიურ და მრავალგზის ნაცად მეთოდზე – ტერორზე!
ლუსტრაცია უკვე დაწყებულია და იმედია, ბოლომდე იქნება მიყვანილი“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე “ფეისბუკის” გვერდზე.