“არჩევნებში მარცხისთვის განწირული ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის, მკვლელობასა და ტერორისტული აქტის გზით სახელმწიფო გადატრიალებაზე. განულებული და უკვე გაკრიმინალებული ოპოზიცია აღიარებისა და არაღიარების ზღვარზეა, მაგრამ ფაქტებით დასტურდება ის, რაზეც ისინი სიჩუმეს ინარჩუნებენ”, – წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას აწარმოებს და მიმდინარეობს გამოკითხვები ტერორისტული აქტის მომზადებისა და შეთქმულებით სახელმწიფო გადატრიალების მუხლებით.

გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და პარტიის სხვა მაღალჩინოსნების მიმართ ტერორისტული აქტის შესაძლო მომზადებაზე.

გამოკითხული პირებიც ადასტურებენ, რომ საქმე ეხება “ქართული ოცნების” ლიდერების, ასევე პარტიის საპატიო თავმჯდომარის – ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტის მომზადებას.

ქართულ სახელმწიფოში შესაბამისი სამსახურები გამართულად და სრული ფუნქციური დატვირთვით მუშაობენ, მათ არაფერი რჩებათ ყურადღების მიღმა, მათ შორის, არც ასეთი მძიმე განზრახვები, რომელიც ძირშივე აღკვეთილია.

ამასთან, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ხალხის ხელში მთავარი ბერკეტი და იარაღი, რითაც ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური ჰალუცინაციები წარსულს ჩაბარდება და ყველა მათგანს დამსახურებული პასუხი გაეცემა.

ვერ ეღირსებით ქართველი ხალხის არჩევანის წინააღმდეგ წასვლას, ვერც სახელისუფლებო ლიდერებსა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს დააკლებთ რამეს და შეცვლით.

პოლიტიკური სამართლიანობა მოითხოვს “ქართული ოცნების” როგორც სახელისუფლებო ძალის პოლიტიკაში არსებობას და ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი – გეთამაშოთ წაუგებელი თამაში – პოლიტიკურ არეალზე ამინდს საგრძნობლად გიცვლით, და კიდევ დიდხანს შეგიცვლით”, – წერს თამთა მეგრელიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.