„ტერორისტული აქტის პრევენციასა და მომხდარის შემდეგ გამოძიებებს შორის უდიდესი სხვაობაა – აშშ-ში დონალდ ტრამპს ესროლეს, ხოლო საქართველოში, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების სიცოცხლის ხელყოფას აპირებდნენ, რადგან სასამართლოს ჯერ არ უთქვამს თავისი სიტყვა“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუკის” გვერდზე.

„ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით წარდგა გელა კახაბრიშვილი. საქმეზე უკვე გამოკითხულნი არიან და გამოიკითხებიან სხვა პირებიც.

ამას წინ უძღოდა ღალატის პარტიის პროპაგანდისტების უმწეო ხავილი – თითქოს, დაბარება-გამოკითხვები მიმდინარეობდა იმის გამო, რომ პირები უკრაინაში იბრძოდნენ აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ. ეს “ინდულგენცია” ვერსად იქნება, თუ საქმე გვაქვს სავარაუდო უმძიმეს დანაშაულთან.

ეჭვმიტანილთა “გაკეთილშობილების” მცდელობა ისეთივე სამარცხვინოა და უფრო მძიმეა, ვიდრე თავის დროზე დაკავებული ნაცაქტივისტის, უჩა აბაშიძის “შერაცხვა” “თავისუფლებისთვის მებრძოლად”. სინამდვილეში, მეუღლესთან ერთად, “სუტენიორობითა” და შანტაჟით იყო დაკავებული.

ყურადსაღებია ისიც, რომ “ნაცრეჟიმისგან” განსხვავებით, საქართველოს დეპოლიტიზებულმა სპეცსამსახურებმა არ დადგეს იაფფასიანი შოუ ძალის სადემონსტრაციოდ – ცივილიზებულად, სუს-სა და სასამართლოში გამოკითხვები საწყის ეტაპზე.

თუ ვინმეს უბინძურეს გონებაში “იხარშება” ის სცენარი, რომ თავს დაესხმება საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ააყირავებს ვითარებას “ნაცრადიკალთა” და “გლობალური ომის პარტიის” სასარგებლოდ, ძალიან მწარედ სცდება. ჩვენი სამართალდამცველები მოწოდების სიმაღლეზე არიან და საზოგადოება არასდროს დაუშვებს “ნაცმანქურთების” ხელისუფლებაში დაბრუნებას. დაველოდოთ სკრუპულოზურ გამოძიებას“, – წერს გია აბაშიძე.