“ნაცმედიების” მხრიდან დიდი გულმოდგინებით დამალვის მიუხედავად, მაინც ითქვა, რომ ნაცლიბერასტ-ნაცნეოტროცკისტების მიერ “დავერბოვკებულნი ბიძინა ივანიშვილის მიერ ტერორისტულ აქტს გეგმავდნენ”, – ასე ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოკითხული გელა კახაბრიშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის – ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე.

„ასე იყო 120 წლის წინათაც. ასე სწამებდნენ ცილს დღევანდელი ლიბერასტების იდეური წინაპრები – სოციალ-დემოკრატები (იგივე არსით – ტროცკისტები) გაზეთებით, ბროშურებით, პროპაგანდით ილია ჭავჭავაძეს.

ილია და მისი საქმეები ხალხისთვის რომ შეეძულებინათ, რას არ აბრალებდნენ საქართველოს უგვირგვინო მეფეს. ზუსტად იგივეს სჩადიან “ნაცმედიის” მეშვეობით მათი მემკვიდრე დღევანდელი ნეოლიბერასტ-ნეოტროცკისტები დიდი მამულიშვილის – ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

სამშობლოზე უანგაროდ მოფიქრალ და მოამაგე მამულიშვილს ნეოტროცკისტ-ლიბერალები “ბრალდებად” უყენებენ: საქართველოსთვის დამნაშავე რეჟიმის მოცილებას; ადამიანების შიშის ფაქტორისგან გათავისუფლებას;
საქართველოსა და მისი მოსახლეობის ომის უბედურებებისაგან თავის არიდებას.

ცნობილია, როდესაც ტროცკისტ-ნეოტროცკისტები იდეურად ვერ აღწევენ მიზანს, მაშინ
ფილიპე მახარაძეები, სერგო ორჯონიკიძეები, გვარამიები, მელიები, სააკაშვილები, ალასანიები (გახსოვთ, ალბათ, სააკაშვილის ბიძის საუბარი, როდესაც იძახდა, – მილიონს გადავიხდი, ვინც ივანიშვილს ესვრისო)… ბერბიჭაშვილებს ქირაობენ და ავალებენ წიწამურის შესრულებას ან მის გამეორებას! ასეა ამჯერადაც (!),
რისთვისაც შესაძლო შემსრულებლებს დაწვრილებით კითხავენ სამართალდამცველები! შედეგებს კი მთელი საზოგადოება მოუთმენლად ელის!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე “ფეისუბუკის” გვერდზე”.