“შეუძლებელია, მდინარაძეს არ დაეთანხმო. ხელისუფლების ვალია, არ დაუშვას ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ძალების ჩარევა!” – ასე ეხმაურება ექსპერტი დავით ჩიხელიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შემდეგ განცხადებას: „ქვეყანაში, სადაც უამრავი აგენტია რუბლებითა და დოლარებით დაფინანსებული, ხელისუფლება ეროვნული და დამოუკიდებელი იმისთვის ხარ, რომ ეს ჩარევები თავიდან აიცილო. ყველა მხრიდან ჩარევას ვიცილებთ, ამიტომ ვართ ამაყები“.
„დღეს ჩვენი ოპოზიცია მეტად ჭრელია იმისთვის, რომ მათ ენდო. რიგ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორს ამოფარებულები, უცხოურ დაფინანსებას იღებენ, რომლის წარმომავლობა და მიზნობრიობა ბუნდოვანია. ასევე გვყავს ადამიანები, რომლებიც პირდაპირ კრემლისგან ფინანსდებიან – მაგალითად, ხოშტარია. ყველამ ვიცით, რომ დღევანდელ სამყაროში ფულს ლამაზი თვალების გამო არავინ იძლევა, – ყველას საკუთარი ინტერესის გატარება სურს და თანხას სწორედ ამაში დებს.
ოპოზიციისგან განსხვავებით, მთავრობა ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, რაც ფულზე გაყიდული ოპოზიციის გეგმებში არ შედის“, – წერს დავით ჩიხელიძე “ფეისბუკის” გვერდზე.