“ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის შესაძლო მოწყობისა და სახელმწიფო გადატრიალების შესახებ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება.
“რევოლუცია ვერ მოახდინეს, არჩევნებს მწარედ აგებენ, ხალხს ეზიზღებათ და ბოლო, რაც დარჩათ, ტერორისტული აქტის მოწყობაა! ფაქტი, რომ რამდენიმე დღე მალავდნენ, თუ რა დანაშაულის ჩადენაზე იყვნენ საგამოძიებო და სასამართლო სტრუქტურებში გამოკითხვაზე, პირადად ჩემთვის ყველაფრის მთქმელია და კითხვებიც არ მიჩნდება! მით უმეტეს, ამათი მონა ტელევიზიების დუმილიც ბევრის მთქმელია!!!
“ერთიან ნაციონალურ ტერორისტულ მოძრაობას” ბევრი ქართველის სისხლი აქვთ დაღვრილი, ავადმყოფი მანიაკებისგან დაკომპლექტებული სინდიკატია. თავში არ მოუვათ კაცის მოკვლა თუ გაუჭირდებათ?! ესენი არიან ჩვენი სამშობლოს ხორცმეტები! არჩევნების შემდეგ “ნაცრეჟიმი” გასამართლებას ვერ ასცდება! ის დანაშაულებიც სააშკარაოზეა გამოსატანი, ვისი დავალებით გახვიეს ქვეყანა ომში და ახლაც ყველაფერს აკეთებენ, რომ თბილისის ციდან ბომბები ცვიოდეს! 9 წელიც რომ დავივიწყოთ, იმდენი ცოდვა და სიმყრალე ჩაიდინეს ბოლო 2 წლის განმავლობაში, მარტო ამისთვის გაფარჩაკდებიან არჩევნებზე! ბიძინა ივანიშვილს, ერისკაცს, ესენი ვერაფერს დააკლებენ, ხალხია მისი და “ქართული ოცნების” გვერდით! აფეთქება? თქვენი “მეტიკტოკე” ბოევიკობა არ გაიშვას! სააკაშვილის ქაფი ხართ, სხვისი ქვეყნის აგენტურა! დაგდებთ ბეჭებზე 26 ოქტომბერს!” – წერს დიმიტრი სამხარაძე “ფეისბუკის” გვერდზე.