„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს აფასებს, კონკრეტულად კი, აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში აშშ-ის რევოლუციურ სცენარსა და გეგმებზე ამახვილებს ყურადღებას.
„ის, რაც არ გამოუვიდათ საქართველოში, ცდილობენ, გააკეთონ სომხეთში. ამის მტკიცებულება არის რამდენიმე ფაქტორი – მაგალითად, ის, რომ ე.წ. ოდკბ-ის წევრი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობდა ვაშინგტონში NATO-ს საიუბილეო სამიტში. ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე გაიხსნას პენტაგონის მუდმივმოქმედი წარმომადგენლობა და ისიც, რომ ამ დღეებში სომხეთში მიმდინარეობს ამერიკა – სომხეთის სამხედრო წვრთნები.
ეს ყველაფერი სისტემურად უნდა განვიხილოთ – ტერორისტული აქტები, ბოლო 3 თვის განმავლობაში კონკურენტების ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობების სერია, აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში სამხედრო- სამოქალაქო არეულობის მოწყობისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები და მუდმივი მზაობა – ფერადი რევოლუციის და “მაიდნის” სცენარით წარმართონ პოლიტიკური პროცესები. ეს ყველაფერი, ჯერჯერობით, მათ გეგმებში არის. მოდუნების საშუალება არ გვაქვს არც სახელმწიფოს, არც სპეცსამსახურებს და შსს-ს და არც საზოგადოებას. წინ გველის მძიმე პერიოდი და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად”, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.