“ერთიანი ტერორისტული (ნაციონალური) მოძრაობა” ოპოზიციაშიც არ ცვლის ოპონენტებთან ბრძოლის მეთოდებს. დემოკრატიულ სამყაროში პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, თუმცა სისხლიანი რეჟიმის ლიდერები ხელისუფლებაში დაბრუნებას არეულობის, დესტაბილიზაციის, სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერორისტული აქტების მოწყობით ცდილობენ”, – ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

“უკრაინაში გაქცეული კრიმინალები გეგმავენ და აფინანსებენ არეულობას საქართველოში, რასაც უნდა მოჰყვეს სისხლიანი რევოლუცია და რუსეთ-უკრაინის ომში ჩვენი ქვეყნის ჩართვა. სწორედ ეს არის შიდა და გარე მტრების მიზანი, თუმცა ამას არც სახელმწიფო და არც ქართველი ხალხი არ დაუშვებს.

,,ქართული ოცნება”, ყველანაირი ზეწოლის და მუქარის მიუხედავად, დაიცავს მშვიდობასა და სტაბილურობას, გააგრძელებს ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას!” – წერს ვლადიმერ ბოჟაძე “ფეისბუკის” გვერდზე.