“სუს-ის განცხადებას მოვუსმინე და არა, რა… უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებაში რომ საქართველოს მტრობენ, ასეთი მტრობა მართლა არ მახსოვს”, – ასე ეხმაურება ექსპერტი ირაკლი ლატარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სუს-ი იძიებს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის – ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

„ნაცები” ხომ არიან და არიან ჩემი ქვეყნის მტრები და ქართველთმოძულენი? და არანაკლებნი არიან ზელენსკის მიმდევარნი… წარმოგიდგენიათ, რა ხდება? აქედან გაქცეულებს უკრაინაში აძლევენ ხელშეუხებლობას, ნიშნავენ თანამდებობებზე და ამზადებინებენ ყველაფერს, რათა შემდეგ საქართველოში მოაწყონ მკვლელობები, არეულობები…

ყველა მათგანი ცალ- ცალკე უნდა ჩამოათრიონ აქეთ და სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯოს ქართულმა სასამართლომ… ეს მანიაკები, სამშობლოს მტრები და ქვეყნის მოღალატეები!“ – წერს ირაკლი ლატარია “ფეისბუკის” გვერდზე.