“უკიდურესად აუცილებელია, საქართველოს სახელმწიფომ მიმართოს ყველა პოლიტიკურ-სამართლებრივ ღონისძიებას, რათა ქვეყანაში ყურით იქნან ჩამოთრეულნი ხელისუფლებაში ცხრა წლის განმავლობაში მყოფი ის კრიმინალები, რომლებიც წლებია, გაიქცნენ და შეფარებულნი არიან უკრაინაში, ზელენსკის სახელისუფლებო ხროვის მიერ!” – ასე ეხმაურება ედიშერ გვენეტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სუს-ი იძიებს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის – ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს

„ეს ვაჟბატონები ისევ და ისევ უკრაინიდან აპირებენ საქართველოში სისხლისღვრის დემონსტრირებას! საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ სუბიექტებს საქართველოში ჩადენილი აქვთ უმძიმესი დანაშაულები. მათ არამც და არამც არ აჩერებენ გარე თუ შინა პატრონები და, აგერ უკვე მერამდენე ტერაქტსა და უბედურებას აგეგმვინებენ საქართველოში.

ამიტომაც დროა, უპირობოდ დასრულდეს მათი ავი ზრახვებისადმი მოთმინებით ყურება და ყველა დამნაშავემ კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე. დრო არ ითმენს!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე “ფეისბუკის” გვერდზე.