„ახალაია-მერაბიშვილის მოძალადე ზონდერებისთვის, ადეიშვილის ხელის ბიჭებისა და სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავეებისთვის უკრაინის სახელმწიფო სათბურად იქცა, სადაც ზოგი თანამდებობაზე და ზოგიც ბიზნესს შეაფარა ზელენსკის მთავრობამ”, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარეობს.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის – ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია ქვეყანაში არეულობის მოწყობისა და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა”, –  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

იმის იმედი არ მაქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება რაიმე სამართლებრივ მიდგომას გამოიყენებს და საკუთარ ქვეყანაში მოქმედ ამ ბოროტმოქმედებს დააკავებს ან, თუნდაც, გამოძიებას დაიწყებს.

საქართველომ ყველა საშუალება და საერთაშორისო მექანიზმი უნდა გამოიყენოს ამ საქმეზე სამართლებრივი შედეგის მიღებისთვის, – იდენტიფიცირებულ იქნას ყველა პირი, დამკვეთები – დადგენილი და, დღეს თუ არა, ხვალ – ექსტრადირებული და ქართული მართლმსაჯულების წინაშე კანონის მთელი სიმკაცრით პასუხისგებაში მიცემული!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.