“რუსთავი – 2-თან” 24 ივლისის ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მართებულად ასახა ის ობიექტური რეალობა, რაც გვაქვს – პატარა სუვერენულ საქართველოს უქმნიან პრობლემებს და არა თავად საქართველო ქმნის, ეროვნული ინტერესები კი უწინარესია ნებისმიერი ქართველისთვის”, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

“თუ ამაში ვინმე ხედავს ე.წ. პრორუსულობას ანდა ე.წ. ანტიდასავლურობას, ან ირეალურ განზომილებაშია, ან ნებისმიერი მიზეზ-საბაბით სურს ჩვენი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაკნინება-გაუქმება, რაც გამორიცხულია. 26 ოქტომბრის არჩევნებს მრავალნაირი ვარიანტის რეფერენდუმი უწოდეს, თუმცა ნამდვილი არჩევანი, ჩემი აზრით, ამგვარია – ღირსება, თავისუფლება, ეროვნულობა, განვითარება vs უღირსობა, ვასალობა, ანტიქართულობა და სიბნელე ფსევდოპროგრესის გაქუცული ნიღბით”, – წერს აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.