ანალიტიკოსი გია აბაშიძე საფრანგეთის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის – მამუკა მდინარაძის გამოხმაურებაზე სოციალურ ქსელში წერს.

„დაყვედრება გაკეთებული სიკეთის, გაწეული დახმარების შეხსენებაა, საყვედურის ტონით თქმაა. სამწუხაროდ, დამადლებისა და გაკიცხვის ელფერით გაწეულ ნაწილობრივ დახმარებასა და სესხებზე “მჭევრმეტყველება” ცალკეული დასავლელი აქტორების მხრიდან მახინჯ ტენდენციად იქცა და არასერიოზული ხასიათი მიიღო.

უცხოელი დიპლომატების, პოლიტიკოსების მხრიდან ქედმაღალი მევახშის “პედესტალიდან” საუბარი მიუღებელია და დამაზიანებელია ამგვარი გზავნილების ავტორებისთვის“, – წერს გია აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.