“სალომე ზურაბიშვილს რა მხარდაჭერაც აქვს, მაგას გაჩვენებთ, არჩევნებზე როდესაც დააყენებენ. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილთან დატოლება თუ საპირწონედ თითქოსდა წარმოჩინება, ტოლობის ნიშნის დასმა არის არარელევანტური და კომიკურ სიტუაციაში აგდებს მას”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით.

„სალომე ზურაბიშვილს თუ აქვს სურვილი, რომ პრეზიდენტის პოსტზე იყაროს კენჭი გაერთიანებული ოპოზიციიდან თუ, არ აქვს მნიშვნელობა, საიდან – ნებისმიერი წარმომადგენელი დაამარცხებს. მე გეტყვით, რომ როგორც ვაშაძე დაამარცხა ოგბუნუჯუმ, ხომ გახსოვთ, აი, ისე ოგბუნუჯუსთან დატოლდნენ და, დარწმუნებული ვარ ოგბუნუჯუ დაამარცხებს სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.