„უპრინციპოების რბოლა კოლექტიურ “ნაცმოძრაობაში” საზეიმოდ გახსნილა. ახლა მთავარია, ვინ აჯობებს საკუთარი მოსაქმებულის ბედნიერი სახით უკან მირთმევასა და უსამშობლო იდიოტობაში პირველი ადგილის დაკავებაში“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის – თეონა აქუბარდიას განცხადებას, რომლის თანახმად, შალვა პაპუაშვილმა წაიკითხა მისი ყალბი ციტატა, თითქოს ის საბრძოლო ტექნიკის გადაცემას მოითხოვდა უკრაინისთვის, მაშინ, როცა თავად აქუბარდია 2022 წლის 24 მაისს აცხადებდა, რომ „ლაზიკას“, „დიდგორის“ – ქართული წარმოების ჯავშანმანქანებისა და სხვადასხვა ამუნიციის სიმბოლური რაოდენობის გადაცემაც კი საკმარისი იქნებოდა მხარდაჭერის გამოსახატავად.

“მიხვდნენ ეს საცოდავები, რომ უკრაინიზაციის პოპულარიზაცია და ომის რიტორიკა დამღუპველია, განსაკუთრებით, საარჩევნო პერიოდში.

ჰოდა, რაც აქამდე უთქვამთ, ახლა პირიქით ატრიალებენ.

არა რა, დოღია უსამშობლოების და სამწუხარო ის არის, რომ მთელ ოპოზიციაში ერთი ჭკუათმყოფელი არ ჰყავთ, ვისაც შეიძლება აზრი მოეკითხებოდეს!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე “ფეისბუკის” გვერდზე.