შინდისის ბრძოლაში დაღუპული რომან ზოიძის ძმამ, ფრიდონ ზოიძემ შინდისის გმირების მემორიალთან ოპოზიციის წევრების ჩასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.
უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულების ოჯახის წევრებისთვის გაუგებარია, თუ რას ემსახურება 12 აგვისტოს, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა მისვლა გმირების მემორიალთან.
აგვისტოს ომის დაწყების თარიღის შეცვლის შემდეგ, რადიკალური ოპოზიცია შინდისის გმირების მემორიალთან, ერთი დღის დაგვიანებით მივიდა. ქართველი მებრძოლები შინდისთან 2008 წლის 11 აგვისტოს ოკუპანტებთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცნენ და სწორედ 11 აგვისტოა მათი გმირობის თარიღი.
„მაგათ რა უნდათ შინდისში 12 აგვისტოს? ან 7 აგვისტოს რა თარიღებს ცვლიან? ესენი ადამიანები არ არიან, როგორც ვატყობ. ესენი არიან საშინელი ადამიანები. რომ ვითომ უხერხულობაც აქვთ, თან არ უნდათ შეხება რა, რომ შეეჩეხონ ამ სიტუაციას და რეალურ ფაქტებს. თავს არიდებენ, რაც უფრო მეტად, ამ თემის ირგვლივ იქნება გარკვეული ხმაური იქნება თუ ტელევიზია თუ ა.შ. აქ ყველანაირ პოლემიკას და ინფორმაციულ ომს ესენი წააგებენ და მათთვის წამგებიანი სიტუაციაა ეგ. ამიტომ ვირ-ეშმაკობენ და „ხრიკაობენ“. ხრიკებს იყენებენ, რომ რამენაირად აგვისტოს დღეების, ცხელი დღეების სიტუაციებიდან, როგორმე გამოძვრნენ“,-განაცხადა ფრიდონ ზოიძემ.