„ერთი თვის წინ სენატსა და კონგრესში ვნახეთ გამოსვლები, როცა ოპოზიცია იყო ჩასული და გაუკუღმართებული ინფორმაციები მიაწოდეს. აქედან გამომდინარე, გიგაურის სენატში გამოსვლა უცხოური ძალების არსებობის შესახბ მორიგი მტკიცებულებაა“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, თუ რა შინაარსის გამოსვლა ექნება სენატში ეკა გიგაურს.
„გაცვდა გიგაური, გაცვდა უცხოური ძალა, შესაბამისად, საქართველო დგას იმ გზაზე, რასაც განვითარება ჰქვია. თუ არასწორი განცხადებები იქნება, ვერავითარი სენატი და კონგრესი ვეღარ იმოქმედებს ქართულ საზოგადოებაზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.