„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ მსოფლიო დღის წესრიგში ცვლილებების პირველ თვალშისაცემ მოვლენაზე წერს.

„აშშ-ის არჩევნების შედეგების შემდეგ, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა გააჟღერა ინიციატივა 2025 წლის იანვარში, ტრამპის ინაუგურაციამდე ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე, ვინაიდან არსებული პოლიტიკური კონფიგურაცია ჩიხშია შესული, ხოლო ამერიკის ახალ პრეზიდენტს გერმანიაში ახალი “ვიზ-ა-ვი” სჭირდება.

როგორც ჩანს, დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპის ახალი პოლიტიკური პარტნიორი 68 წლის ფრიდრიჰ მერცი იქნება – გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ლიდერი და ბუნდესტაგის წევრი.

კრისტიან ლინდნერმა უკვე წაუყენა შოლცს ბრალი, რომ მას არ შეუძლია, შესთავაზოს ქვეყანას ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც კრიზისში მყოფი გერმანიის საჭიროებებს დააკმაყოფილებს.

კოალიციის დაშლის მიზეზი გახდა კანცლერის მოთხოვნა, ფინანსთა მინისტრმა უარი თქვას დაბალანსებულ საბიუჯეტო წესზე („ვალების მუხრუჭზე“), რომელიც 15 წლის წინ იქნა მიღებული და დეფიციტის ზრდის თავიდან ასაცილებლად იყო შექმნილი. მზარდი ხარჯების დაფარვის სხვა გზა კი მთავრობამ ვერ მონახა. ფინანსთა მინისტრმა კატეგორიული უარი თქვა შოლცის მოთხოვნის შესრულებაზე და გერმანიას კრიზისიდან გამოსვლის გამოსავალი შესთავაზა – 2025 წლის იანვარში ვადამდელი არჩევნების სახით”, – წერს დავით ქართველიშვილი.