23 წლის გიორგი გახელაძე პირველი ქართველი ენდურო მოტომრბოლელია, რომელმაც წყალზე 33 კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. გიორგიმ ენდუროს ტიპის სპეციალურად აღჭურვილი მოტოთი თბილისის ზღვა 80 კმ/სთ სიჩქარით 2023 წლის მაისში გადაკვეთა და მსოფლიოს სამ რაიდერს შორის მოხვდა, რომელთაც წყალზე შორი მანძილი დაფარეს.

ქობულეთის ახალი ბულვარის მიმდებარე სანაპიროდან ფოთში, მალთაყვას სანაპირომდე კი, გახელაძემ, ამჯერად 100 კმ/სთ-მდე სიჩქარით, 33 კილომეტრი გაიარა, ავსტრალიელი რაიდერის – რობი მედისონის შედეგი გააუმჯობესა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

2023 წლის საუკეთესო მოტოსპორტსმენმა საქართველოში შავი ზღვის 35 მეტრ სიღრმემდე წყალზე პირველივე ცდაზე გაიარა და მიზნად ახალი მწვერვალების დაპყრობა დაისახა.

გიორგი გახელაძე 2017 წლიდან დღემდე საქართველოს ენდურო ჩემპიონატების დაუმარცხებელი ჩემპიონია.