„უსახური „ნაცოპოზიციის” დეზინფორმაციას მუდმივად ანულებს საერთაშორისო ინდექსები – მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და, მაჩვენებლის 12-წლიანი გაუმჯობესებით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია“, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

„თუ ეკონომისტებად პოზიციონირებადი სუბიექტები საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” განცხადებებს არ ენდობიან, მსოფლიო ბანკს უნდა დაეყრდნონ. მაგრამ საკუთარ თავთან რეალურ წინააღმდეგობაში მოდიან ე.წ. დამოუკიდებელი, ანგარებიანი ექსპერტები – “ნაცების” მავნებლურ “მესიჯბოქსს” როგორ უღალატონ?! მანდ “იჭედებიან”.

რადიკალებს ისღა დარჩენიათ, რომ შეთხზან მითები მათი გამარჯვების შემთხვევაში რაღაც 14-მილიარდიან დახმარებაზე, სხვა მილიარდები – სააკაშვილის არარსებული ფონდიდან, 1000-ლარიანი პენსიის დაპირება სამარცხვინო კანტორა “ლელოდან” და ა.შ.

მსოფლიო ბანკი გლობალური სიღარიბის მიმოხილვის 14-წლიანი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელი მსოფლიოს მასშტაბით სიღარიბის დაძლევისა და კეთილდღეობის პარამეტრების ცვლილებებს ეხება.

ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2012 წელთან შედარებით, 12- წლიანი გაანგარიშებით, საერთაშორისო სიღარიბის დონის შემცირებას 2024 წელს ყველაზე მეტი პუნქტით მსოფლიოს ხუთი სახელმწიფო ახერხებს: საქართველო, ჩინეთი, ფილიპინები, ინდონეზია და გაიანა. 2024 წელს სიღარიბის საერთაშორისო დონე საქართველოში ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და 3,07%-ს გაუთანაბრდება, რაც სამ-ნახევარჯერ მცირეა 2012 წლის დონესთან შედარებით.

ირკვევა, რომ 2012 წელს საერთაშორისო სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოში 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, 2023 წლისთვის კი მათი რიცხვი სამჯერ მეტად – 131 ათასამდე შემცირდა“, – წერს აბაშიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.