ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამერიკის კონგრესში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებას გამოეხმაურა.

“აგენტოკრატიის ერთ-ერთი ლაქია ეკა გიგაური “დააწინაურეს” და კონგრესში საქართველოზე მის დასმენას მოუსმინეს.

მორიგი დემოკრატიული არჩევნების “შეფასებისას”, კვლავ უსამშობლო “ეკა გიგაურების” სიტყვა იქნება უფრო ფასეული ჩვენი “მეგობრებისთვის”, თუ საქართველოს არჩევანის ძალა?… კაპიტანი გიგაურების კუდის ქიცინიანი ე.წ. სუვერენიტეტი კი, ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია, უკვე მრავალი საუკუნეა!” – წერს აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.