“აბა, ვინ უწუნებთ სპორტსმენებს სამოქალაქო შეგნებას?! ცხრა სიცოცხლე, რომ იცოცხლოს ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, ასეთი შეგნებით ვერ იარსებებთ. რატომ? იმიტომ რომ – პატრიოტობა და ქვეყნის სიყვარული “ვორქშოპებზე”, “ტრენინგებზე” და “სემინარებზე” არ ისწავლება”. ან გრძნობ, არსებობ სახელმწიფოებრივი შეგნებით და ან, ვერასდროს გაიაზრებ სამშობლოს ფენომენს!,  – წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ბექაური აღნიშნავს რომ საქართველოს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს და ემიჯნება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს.

“გამოენთებიან ეს უსამშობლოები და მაღალ მატერიებზე დაიწყებენ საუბრებს, რომ სპორტსმენებს რა უნდათ პარლამენტში ან პოლიტიკური შეფასება მათგან მიუღებელიაო…

მიხეილ სააკაშვილმა და სალომე ზურაბიშვილმა თუ  კოლუმბიის უნივერსიტეტი  დაამთავრეს, ვერ არიან  გენმოდიფიცირებული ნაძირალები?!

სალომე ზურაბიშვილი, ჟუჟუნა წვიმა ნუ გგონია, ქოლგა ვერ გიშველის!” – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.