„ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის” რიგით მეოთხე საღამო გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორია საქველმოქმედო ფონდი „ლირა”, რომელიც საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, „ხელოვნებასა და მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საფრანგეთის სახელმწიფოს ლეგიონის ორდენოსანს, იუნესკოს მშვიდობის არტისტს ელისო ბოლქვაძეს ეკუთვნის.

მსმენელის წინაშე სახელგანთქმული ჯაზ მევიოლინე ვიტალი სამხარაძე წარდგა.