ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა მეთერთმეტე სეზონის დასკვნითი საღამო საზეიმოდ აღნიშნა.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა მასტერკლასები, კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა ახალბედა მუსიკოსებს და წელს პირველად, ფონდმა „ლირამ“ დააწესა პრემიები განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა პიანისტებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიების ორგანიზატორია საქველმოქმედო ფონდი „ლირა”, რომელიც საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, „ხელოვნებასა და მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საფრანგეთის სახელმწიფოს ლეგიონის ორდენოსანს, იუნესკოს მშვიდობის არტისტს ელისო ბოლქვაძეს ეკუთვნის.