საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, “ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სოციალური საკითხების, ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
კომიტეტის შეხვედრა 13 სექტემბერს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართა.
შეხვედრაზე ეკა სეფაშვილმა ანგარიში – „ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი: რეიკიავიკის დეკლარაციის განხორციელება“ და შესაბამისი რეზოლუცია წარადგინა, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს ბანკის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის შესახებ.
კომიტეტის მონაწილეებმა შემუშავებულ რეზოლუციასა და რეკომენდაციებს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ეკა სეფაშვილი აღნიშნულ ანგარიშსა და რეზოლუციას PACE-ის ოქტომბრის სესიაზე წარადგენს.